საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის სენატის მარშალს შეხვდა
09-11-2017, 11:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ძირითად განსახილველ თემებს შორის პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციული პროცესის მხარდაჭერა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება იყო.

 


„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა პარლამენტებს შორის ურთიერთობების დინამიურ განვითარებას და პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერებას.

 


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საპარლამენტო მხარდაჭერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოს ინტერესების დაცვის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით, ხაზგასასმელია საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის მუშაობა, რომელსაც მალგოჟატა გოშევსკა ხელმძღვანელობს და ერთ-ერთი უდიდესია პოლონეთის პარლამენტში.

 


შეხვედრისას ხაზი გაესვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები.

 


მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატოს სამიტების მოსამზადებელ სამუშაოებზე.

 


საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერისათვის", ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი