სამების ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდზე პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები მივიდნენ.
„ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნება იმ პოეტთა პლეადას, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში. ნამდვილად, მისი ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში, დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მთელ ქართულ საზოგადოებას”, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
14:00 საათზე ქართველ მწერალს ტაძრიდან გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.