პავლო როზენკო: ის, რაც ხდება საქართველოსა და უკრაინაში, არის ერთი ადამიანის გაუაზრებელ სურვილს შეწირული უამრავი განადგურებული, დახვრეტილი ადამიანი და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები
09-11-2017, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის ვიცე პრემიერი პავლო როზენკო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან, სოზარ სუბართან ერთად, საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.

 

 

როზენკო მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრა და მიიღო ინფორმაცია ყველა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების დროს ადგილობრივებს ექმნებათ.

 

 

„ის, რაც ხდება საქართველოსა და უკრაინაში, არის ერთი ადამიანის გაუაზრებელ სურვილს შეწირული უამრავი განადგურებული, დახვრეტილი ადამიანი და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები. ჩვენ დღეს ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან, ამის ნახვა შეუძლებელია უკრაინაში, რადგან იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ზუსტად გუშინ, უკრაინაში მოკლული იქნა ჯარისკაცი ოკუპანტების მიერ. გამოვთქვამ იმედს, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და აქედან მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე, რათა აღდგეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, განაცხადა პავლო როზენკომ, რომლის საქართველოში ვიზიტიც დღეს დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი