საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაბა პიასეჩნოში პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმს ეწვია.
პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, უახლოეს მომავალში, პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმი ახალი კონცეფციის მიხედვით, პოლონეთში ქართული კულტურის ცენტრად ჩამოყალიბდება. ასევე საელჩოს ინიციატივით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით იგეგმება სახლმუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ფაზის განხორციელება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით გაგრძელდება.
საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული სახლი ქართველ იუნკერს და პოლონეთის არმიის ოფიცერს ნიკოლოზ მათიკაშვილს ეკუთვნოდა და მისმა ქვრივმა ანა შოდე-მათიკაშვილმა 2007 წელს მიიღო გადაწყვეტილება საელჩოსთვის მისი კუთვნილი სახლისა და მიწის ნაკვეთის საჩუქრად გადაცემის შესახებ, რომელშიც 2011 წელს საქართველო-პოლონეთის მეგობრობის სახლი, იგივე, "ქართული სახლი" და პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმი დაფუძნდა.
საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმის ეზოში სიმბოლურად საქართველოდან ჩატანილი მუხის ხე დარგო და "გოგლას ვაზის" ნაყოფი დააგემოვნა, რომელიც ამავე ეზოში ცნობილმა ქართველმა პოეტმა, ნიკოლოზ მათიკაშვილის ახლო ნათესავმა გიორგი ლეონიძემ წლების წინ დარგო.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.