რუსეთის ბურიატიის ქალაქ იჟევსკში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, მთლიანად არის დანგრეული 8 ბინა, რომელშიც 28 ადამიანი ცხოვრობდა.

ამ დროისთვის არსებული ვერსიით, ინციდენტის მიზეზი გაზის აფეთქება გახდა. ნანგრევებში ცოცხალი ადამიანები არიან მოყოლილი და ამჟამად მათი გადარჩენის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.