ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს შეხვდა
05-05-2015, 01:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს შეხვდა.


მხარეებმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, საპოლიციო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.    


"ეს იყო ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში, მე მეორედ შევხვდი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს. პირველი შეხვედრა მქონდა ლატვიაში, რიგაში, არაოფიციალური, მინისტერიალზე როცა ვიყავით ჩასული.


ბატონ მინისტრთან ვისაუბრეთ ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე გვქონდა საუბარი ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლაზე. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ თანამშრომლობა. მე ვიმედოვნებ უფრო გაღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა იქიდან გამომდინარე, რომ სულ მალე გერმანიაში ჩამოვა ჩვენი პოლიციის ატაშე და რა თქმა უნდა, ეს უფრო გაამარტივებს ჩვენს ურთიერთობას", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


"ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ახალ მთავრობასთან. გასულ წელს დავდეთ შეთანხმება, რომლითაც დავადასტურეთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის სურვილი. გერმანიის ფედერაციის კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტი იმყოფებოდა საქართველოში, ჩემი ქართველი კოლეგის წინამორბედი იმყოფებოდა აქ გერმანიაში. ჩვენ განვაახლეთ ეს თანამშრომლობა, ჩვენ არ გვსურს, რომ საქართველოს კარგი რეპუტაცია ბოროტად გამოიყენონ ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებმა და ზიანი მიაყენონ ჩვენს კარგ ურთიერთობებს, ამიტომ ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მჭიდროდ ვითანამშრომლოთ რათა კრიმინალებს საქართველოსა და გერმანიაში არავითარი მომავალი არ ჰქონდეთ", - განაცხადა ტომას დე მეზიერმა.

 


ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამართა შეხვედრა ბუნდესტაგის საშინაო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვოლფგანგ ბოსბახთან. საუბარი ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას, ევროინტეგრაციის საკითხებს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას შეეხო.


ვახტანგ გომელაური ასევე ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტ ჰოლგერ მიუნხს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე ისაუბრეს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გერმანიის შს სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ ფაზაში შევიდა. 2014 წლის 8-10 ივლისს განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა შეთანხმებას "საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი