საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა Nurol Holding-ის ხელმძღვანელს და საქართველოს საპატიო კონსულს იზმირში, ნურეთინ ჩარმიქლის უმასპინძლა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, რომელიც მათი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდა.
გიორგი კვირიკაშვილმა ნურეთინ ჩარმიქლის საქართველოს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა აფასებს Nurol Holding-ის მიერ განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. პრემიერმა Nurol Holding-ის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დანახარჯები მიმდინარე წელს 36-37%-ით გაიზარდა, ხოლო მომავალ წელს, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, ამ მიმართულებით 89-90%-ით მეტი დაიხარჯება.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც იმსჯელეს.
ნურეთინ ჩარმიქლიმ საქართველოს პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.