69 წლის ასაკში ცნობილი რუსი მწერალი-სატირიკოსი და მსახიობი მიხეილ ზადორნოვი გარდაიცვალა
10-11-2017, 12:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

69 წლის ასაკში ცნობილი რუსი მწერალი-სატირიკოსი, იუმორისტი და მსახიობი მიხეილ ზადორნოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 


„რია ნოვოსტის“ ცნობით, ოქტომბრის დასაწყისში სოციალურ ქსელ „Вконтакте“-ს საკუთარ გვერდზე ზადორნოვმა განაცხადა, რომ ავადმყოფობის გამო ახალ წლამდე უნდა გადადოს კონცერტების ნაწილი, თუმცა დეტალები არ გაუმჟღავნებია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ცნობების მიხედვით, 2016 წლის დასაწყისში მას თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

 


მისი მონოლოგების ყველაზე ცნობილი თემებია - დასავლური, პირველ რიგში ამერიკული ცხოვრების წესის და კულტურის კრიტიკა.

 


იგი 1948 წლის ივლისში იურმალაში დაიბადა. 1974 წელს დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი, „ინჟინერ-მექანიკოსის“ სპეციალობით. იმავე წელს დაიწყო ნაწერების გამოქვეყნება. ერთი პერიოდი ინსტიტუტში ინჟინრად მუშაობდა. იგი ასევე იყო სტუდენტური აგიტთეატრის МАИ „Россия“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, შემდეგ კი ჟურნალ „იუნოსტის“ სატირისა და იუმორის განყოფილების უფროსი გახდა.

 


მისი სატელევიზიო დებიუტი 1982 წელს შედგა და ორი წლის შემდეგ იგი საკმაოდ პოპულარულ პერსონად იქცა.

 


მას დაწერილი აქვს ათ წიგნზე მეტი. მისი ნაწარმოებები მოიცავს სატირისტულ მოთხრობებს, ესეებს, პიესებს და სამოგზაურო ჩანაწერებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი