„სამართლიანი არჩევნები“: ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდი პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე მიმდინარეობს
10-11-2017, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს.

 

 

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ შეფასებაშია ნათქვამი, მუქარა-ზეწოლის, სავარაუდო მოსყიდვისა და ა.შ. ფაქტები ოზურგეთსა და ხაშურში გამოვლინდა.

 


„დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდი პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე მიმდინარეობს ოზურგეთში, რაც ხელს უშლის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს.

 

 

ოზურგეთის ოლქში ზეწოლა-მუქარის 4 და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 ფაქტი გამოვლინდა. თითქმის ყველა შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო მოხელეა ჩართული, რომლებიც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის - ბეგლარ სიორიძის სასარგებლოდ მოქმედებენ. ზოგიერთ შემთხვევაში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ოზურგეთში მცხოვრები მოქალაქეები ადასტურებენ ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებს, თუმცა ითხოვენ ანონიმურობის დაცვას.

 

 

ოზურგეთის გარდა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის ერთ ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი ხაშურის ოლქში. აღნიშნული ფაქტებისა და პირველ ტურზე გამოვლენილი ტენდენციების გათვალისწინებით, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობას, პოლიტიკურ პარტიებსა და კანიდატებს - არჩევნების დღეს თავი შეიკავონ ამომრჩევლის მოწყიდვისა თუ ზეწოლისგან, ასევე ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც შესაძლოა აღქმული იქნას ამომრჩევლის ნების კონტროლად, მათ შორის, არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების მონაცემების შეგროვებისგან. „სამართლიანი არჩევნები“ ასევე მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას - უზრუნველყოს ამომრჩევლის პირადი მონაცემების დაცვა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვა", ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების" შეფასებაში.

 

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ოლქებში გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით აკვირდებოდა.

 

 

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს ქუთაისის, ოზურგეთის, ბორჯომის, ხაშურის, მარტვილისა და ყაზბეგის ოლქებში გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი