ერთი ოფიცერი და კონტრაქტზე მყოფი ერთი სამხედრო პირი დაიღუპა რუსეთის ბაიკალის მხარეში საბრძოლო მასალების აფეთქების შედეგად, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
„2017 წლის 10 ნოემბერს ბაიკალის მხარეში ცუგოლის პოლიგონზე აუფეთქებელი საბრძოლო მასალების გეგმიური განაღმვისას მომხდარი აფეთქების შედეგად ოფიცერი და კონტრაქტზე მყოფი სამხედრო პირი დაიღუპა, კიდევ ერთმა ოფიცერმა და ოთხმა კონტრაქტორმა სამხედრო მოსამსახურემ ჭრილობები მიიღო“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაშავებული სამხედროები სამედიცინო დაწესებულებაში ოპერატიულად გადაიყვანეს და მათ გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარის დეტალების დასადგენად შემთხვევის ადგილას, პოლიგონზე აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის კომისია ვერტმფრენით გაემგზავრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.