შინაგან საქმეთა სამინისტრო ოთხი ნარკორეალიზატორის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1983 წელს დაბადებული ზ.ა., 1982 წელს დაბადებული ე.ი. და 1990 წელს დაბადებული ა.ბ., ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ვ.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ზ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, ე.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, ა.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 11 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 15 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით)", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.