რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რაჭაში, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ოფთალმოლოგიური ოპერაციები (კატარაქტას ექსტრაქცია, ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლით) მიმდინარეობს.
როგორც GUARDIAN.GE-ს სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ოპერაციებს პროფესორი საშა ალექსიძე დამხმარე მედ–პერსონალთან ერთად ატარებს, პაციენტები კი, საოპერაციოდ ოფთალმოლოგებმა იზა ცხვედიანმა და კობა ჩიღვინაძემ მოამზადეს.
სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ოპერაციების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ განხორციელებული აქციის ფარგლებში 10–12 ნოემბერს თვალის ოპერაციას ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 50–ზე მეტი პაციენტი გაიკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.