საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის
10-11-2017, 17:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს „ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნიდან" აცნობეს, პარაკლისი 17:00 საათზე თბილისში, ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე შესრულდება.

 

 

„16:00 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“-ს ორგანიზებით გაიმართება შემოქმედებითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები. კონცერტის შემდეგ, ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით გამოვლენ შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და საქართველოს „ხრიდოლის აკადემია“ წარმოდგენით „ასი ათასი წამებულის დღე", აღნიშნულია „ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის" ინფორმაციაში.

 


მართლმადიდებელი სამყარო ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ყოველი წლის 13 ნოემბერს აღნიშნავს. საუკუნეების წინ, ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი