გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების გამარჯვებაში „აბსოლუტურად“ დარწმუნებულია
10-11-2017, 20:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების გამარჯვებაში „აბსოლუტურად“ დარწმუნებულია.

 

 

„12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 საარჩევნო ოლქში იმართება. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობები, რიგ ოპონენტებს შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება, თითქოს სარგებლობენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველმა ნათლად დაინახა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი კანდიდატების მიმართ. პარტია ,,ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ არჩევნების მეორე ტურში, ექვსივე ოლქში ღირსეული კანდიდატები ჰყავს წარდგენილი: ქუთაისში - გიორგი ჭიღვარია, ყაზბეგში - ალექსანდრე ზაგაშვილი, ხაშურში - გიორგი გურასპაშვილი, ბორჯომში - ლევან ლიპარტია, ოზურგეთში - ბეგლარ სიორიძე, მარტვილში - ალექსანდრე გრიგალავა, და ჩვენ მათ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ“, ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი