მას შემდეგ რაც ლიბანის პრემიერ მინისტრმა საად ალ-ჰარირიმ საუდის არაბეთის დედაქალაქში ერთი კვირის წინ მისი გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, ლიბანის გავლენიანი დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერმა საუდის არაბეთს ომის გამოცხადებაში დასდო ბრალი.
როგორც BBC იუწყება, ჰასან ნასრალაჰმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთს ჰარირი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ჰყავს დაკავებული.
მან ასევე ბრალი დასდო საუდის არაბეთს ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის წაქეზებაში.
გავლენიანი შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ შიიტური ირანის მოკავშირეა, რომელიც სუნიტური საუდის არაბეთის მთავარი რეგიონული მეტოქეა და რომელიც ბრალს სდებს ერ-რიადს ლიბანსა და რეგიონში დაძაბულობის ესკალაციაში.
ერ-რიადში სატელევიზიო გამოსვლისას ჰარირიმ გასულ შაბათს (4 ნოემბერი) განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამის გამო თანამდებობიდან მიდის. იგი ასევე თავს დაესხა „ჰეზბოლას“ და ირანს.
ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ ნაიმ აუნმა ჰარირის გადადგომა არ დააკმაყოფილა.
სატელევიზიო გამოსვლისას ნასრალაჰმა პარასკევს განაცხადა, რომ საუდის არაბეთი ცდილობს ლიბანელებს შორის ბრძოლის პროვოცირებას.
„მოკლედ, ნათელია, რომ საუდის არაბეთმა და საუდის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს ომი ლიბანის წინააღმდეგ და ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ომის გამოცხადება ლიბანზე“, აღნიშნა მან.
ნასრალაჰმა ასევე ბრალი დასდო საუდის არაბეთს ისრაელისთვის „მილიარდების“ გადახდის მზადყოფნაში, რომ თავდასხმა განხორციელდეს ლიბანზე, და ეს აღწერა, როგორც „ყველაზე სახიფათო რამ“.
გასული კვირის შაბათს ჰარირის მიერ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ „ჰეზბოლას“ ლიდერმა თქა, რომ ჰარირი საუდელებმა აიძულეს გადამდგარიყო, მაგრამ პარასკევს მან მტკიცედ გაიმეორა, რომ ეს ახლა „ყოველგვარი ეჭვის გარეშე“ ასე არის.
საუდის არაბეთი ჰარირის პრემიერ მინისტრის პოსტიდან ჩამოცილებას და მის ნაცვლად პოლიტიკური მოძრაობისთვის ახალი ხელმძღვანელობის დასმას ცდილობს, განაცხადა მან.
როგორც BBC-ის ახლო აღმოსავლეთის რედაქტორი სებასტიან აშერი ამბობს, ნასრალის სატელევიზიო გამოსვლა ისეთი მშვიდი იყო, როგორც არასდროს, მაგრამ მისმა სიტყვამ უცილობლად ასწია ტემპერტურა იმ ფონზე, როცა რეგიონის გარეთ სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ჩააცხროს კრიზისი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საუდის არაბეთში დაუგეგმავი ვიზიტი დაიწყო და განაცხადა, რომ იგი ხაზს გაუსვამს ლიბანის სტაბილურობის მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც ლიბანის პრემიერ მინისტრი საად ჰარირი შაბათს თანამდებობიდან ერ-რიადში ყოფნისას გადადგა, განაცხადა რა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რამაც გააჩინა ეჭვები, რომ ჰარირიმ პოსტი საუდის არაბეთის ზეწოლის შედეგად დატოვა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ლიბანის დამოუკიდებლობას.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ რეგიონში ახალ კონფლიქტს „გამანადგურებელი შედეგები“ ექნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.