შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ დაამარცხებენ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს სირიაში. ინფორმაციას BBC კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრამპმა და პუტინმა ხანმოკლე შეხვედრა ვიეტნამში, შაბათს, აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის ფარგლებში გამართეს.
კრემლის განცხადებით, ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ სირიის კონფლიქტის გადასაწყვეტად სამხედრო მექანიზმების გამოყენება არ არის გამოსავალი.
ვაშინგტონს კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.