დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინი „ძალიან შეურაცხყოფილია“ რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ბრალდებების გამო
11-11-2017, 16:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევის ბრალდებების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, განაცხადა დონალდ ტრამპმა, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში მასთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ.

 


„მან [პუტინმა] თქვა, რომ იგი აბსოლუტურად არ ჩარეულა არჩევნებში“, განაცხადა ტრამპმა, როგორც ამას BBC იუწყება, ხოლო მოგვიანებით პუტინმა უსაბუთო მტკიცებები უარყო და თქვა, რომ ეს „პოლიტიკური ბრძოლის“ შემადგენელი ნაწილია.

 


ტრამპის თქმით, მას შაბათს „ორი თუ სამი“ ხანმოკლე საუბარი ჰქონდა მის რუს კოლეგასთან აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტზე, ვიეტნამის საპორტო ქალაქ და ნანგში.

 


„მან [პუტინმა] თქვა, რომ არ ჩარეულა. მან თქვა, რომ არ ჩარეულა. მე ვკითხე მას ისევ“, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს ბორტ ნომერ 1-ზე, როდესაც იგი ჰანოისკენ მიემართებოდა.

 


მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ პუტინი „ძალიან შეურაცხყოფილია ამით, რაც კარგი რამ არაა ჩვენი ქვეყნისთვის“.

 


მოგვიანებით პუტინმა უარყო ბრალდებები რუსეთის მხრიდან ტრამპის კამპანიის გუნდის მეშვეობით აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, რაზეც ამერიკაში გამოძიება მიმდინარეობს, და რეპორტიორებს განუცხადა: „ყველაფერი, ეგრეთ წოდებული რუსული დოსიეს შესახებ შეერთებულ შტატებში, მიმდინარე შიდა პოლიტიკური ბრძოლის გამოვლენაა“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი