ლენტეხში მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება 12 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში მიმღები, ამბულატორიული, რეანიმაციული, ლაბორატორიული, რადიოლოგიური, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებები მოქმედებს. ფუნქციონირებს ორი საოპერაციო ბლოკი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალპროფილიანი კლინიკა თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. ის ადგილობრივ და ახლომდებარე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოემსახურება. ახალგახსნილ სამედიცინო დაწესებულებაში 60 პირი დასაქმდა.

უწყების ცნობით, ლენტეხის კლინიკის ფართში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალიც განთავსდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის შესაბამისი პირობებია შექმნილი.
სამედიცინო დაწესებულება რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბოლქვაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძესთან ერთად გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.