ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ბორის ნოტკინი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ტელეწამყვანი ბორის ნოტკინი დღეს გარდაცვლილი იპოვეს“, უთხრა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა სააგენტო „რია ნოვოსტის“, თუმცა მისი სიკვდილის გამომწვევი გარემოებები არ დაუკონკრეტებია.
ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ტელეწამყვანს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა, განაცხადა მეორე სამართალდამცავმა.
75 წლის ბორის ნოტკინი ტელეკომპანია „ТВ Центр“-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და რუსეთის სატელევიზიო აკადემიის წევრი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.