ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 6-იდან 5 ოლქში გამარჯვებულები „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები არიან, ხოლო ოზურგეთში გამარჯვება მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მოიპოვა.
ოზურგეთის საარჩევნო ოლქის 62 უბნიდან მონაცემები 62-ივე უბანზეა დათვლილი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ბეგლარ სიორიძემ ამომრჩეველთა ხმების 49.89%, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ 50.11% მიიღო.
ქუთაისში გიორგი ჭიღვარიამ (87.55%), მარტვილში ალექსანდრე გრიგალავამ (93.04%), ხაშურში გიორგი გურასპაშვილმა (61.31%), ბორჯომში ლევან ლიპარტიამ (55.22%), ყაზბეგში კი ალექსანდრე ზაგაშვილმა (68.65%) გაიმარჯვა.
ამავე სარჩევნო ოლქებში, სადაც ყველა უბნის მონაცემები დათვლილია, „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეებს ხმების შემდეგი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ მიღებული: ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს 12.45%, მარტვილში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, მამუკა დანელიას 6.96% (შენიშვნა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ მათი გვარები ბიულეტენებში მაინც შეყვანილი იყო), ხაშურში დამოუკიდებელ კანდიდატს, რამაზ ნოზაძეს 38.69%, ბორჯომში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს, ზაზა ჩაჩანიძეს 44.78%, ყაზბეგში „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატს, სანდრო ყამარაულს 31.35%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.