გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე ოფიციალურ ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება
05-05-2015, 02:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალურ ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ერთად შეხვედრას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ნეჯდეთ ოზელი დაესწრნენ.


სამი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო პირებს შორის შეხვედრა თბილისში გამართული სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის გაგრძელებაა, სადაც მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით შეიარაღებული ძალების გაძლიერების გზებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ოქმს მოაწერეს ხელი.


ვიზიტის ფარგლებში გენერალური შტაბის უფროსი საერთაშორისო მრეწველობის გამოფენას IDEF დაესწრება. რიგით მე-12 გამოფენა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წარმომადგენლობით ღონისძიებას თავდაცვის მინისტრები, შეიარაღებული ძალების მეთაურები და მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო ოფიციალური პირები სტუმრობენ. საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს რეგიონალური თანამშრომლობისა და სამხედრო მრეწველობის განვითარებისათვის. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მიიღონ უახლესი ინფორმაცია ტექნოლოგიური მიღწევებისა და პროგრამების შესახებ და დაათვალიერონ წარმოდგენილი თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა და შეიარაღება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი