გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ახალი მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, პოლიტიკური თანამდებობის პირები შეიძლება იცვლებოდნენ, თუმცა, სამინისტროს ძირითადი ბირთვი უცვლელი უნდა დარჩეს.
აქედან გამომდინარე, ახალი მინისტრი უწყებაში რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს, რადგან თვლის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ინსტიტუციონალურმა მეხსიერებამ უნდა იმუშავოს.
აგულაშვილმა პარლამენტში ნდობის გამოცხადების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი უწყების პროექტში ხაზი ევროპული გარემოს დაცვითი პრინციპების ერთგულებაზე იქნება გასმული.
„სამინისტროებში, განსაკუთრებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ინსტიტუციონალურმა მეხსიერებამ უნდა იმუშავოს. ამ თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები, მინისტრები შეიძლება იცვლებოდნენ, მაგრამ ძირითადი ბირთვი უნდა დარჩეს. სამუშაო პროცესი არსებული სტრატეგიული განვითარების ხაზის შესაბამისად გაგრძელდება და რაც მთავარია, სამთავრობო პროექტის წარდგენის პროცესში, რომელსაც პრემიერი წარადგენს, ხაზს ევროპული გარემოს დაცვითი პრინციპების ერთგულებას გავუსვამთ“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.