ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე კოალიციური ძალების დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის დღე აღნიშნეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილ მშვიდობისმყოფელთა ხსოვნას პატივი ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ წუთიერი დუმილით მიაგო და გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ხსოვნის დღე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დიდი ბრიტანეთის უფროსი სამხედრო წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. კოალიციური ძალების დაღუპულ სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა რიჩარდ კრიპველმა, შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იოჰან ლანგენერგმა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქვეყნების უფროსმა სამხედრო წარმომადგენლებმა გაიხსენეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.