საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს ან იანვარში გამოუცხადებს.
განცხადება ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„რაც შეეხება პროცედურებს და ვადებს, ეს მთავრობაზეც არის დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შემოვა შესაბამისი კანონპროექტი მთავრობიდან პარლამენტში ინიციატივის წესით. უკვე კანონპროექტის მიღების შემდეგ, მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დეკემბრის ბოლომდე, ან იანვარში დასრულდება მთლიანად პროცედურა“, განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.