საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს - მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ჩხენკელს შეხვდა. პრემიერ მინისტრმა ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს ახალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„უღრმესი მადლობა ნდობისთვის. მთელს ჩემს ენერგიას, გამოცდილებას არ დავიშურებ იმისთვის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურო, როგორც ეს ასახულია მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში. განათლებას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ზოგადად განათლების ხარისხის, ასევე მეცნიერების ხარისხის ამაღლება არის ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ეს ნამდვილად ასე მოხდება, რომ ჩვენი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის პოტენციალის რეალიზება განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში", განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.