საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებებს მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ.
მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად - გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრად - მამუკა ბახტაძე, ხოლო განათლების მინისტრად - მიხეილ ჩხენკელი.
პრემიერ მინისტრმა ასევე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა.
ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.