ძლიერი, 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა კოსტა რიკას წყნარი ოკეანის სანაპიროზე, დედალაქ სან-ხოსესთან ახლოს კვირა ღამით, მაგრამ დაზიანებების და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ თავდაპირველად ცნობები არ გავრცელებულა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.
კოსტა რიკას პრეზიდენტმა, ლუის გუილერმო სოლისმა განაცხადა, რომ მთავრობა აგროვებს ინფორმაციებს და სთხოვს მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მზად იყვნენ ნებისმიერი შემდგომი ბიძგებისთვის.
„ჩვენ ძალიან შეშინებული ვართ. წლებია, რაც ასეთი მძლავრი მიწისძვრა არ გვიგრძვნია“, განაცხადა სან-ხოსეს უნივერსიტეტის პროფესორმა ოტო ვარგასმა, რომელიც მიწისძვრის დროს თავის ოჯახთან ერთად სახლში იმყოფებოდა.
მიწისძვრა პოპულარული სანაპირო ტურისტულ ქალაქ ჯაკოშიც შეიგრძნობოდა, სადაც რამდენიმე მაღალი შენობა დგას.
მიწისძვრის გამო, წყნარი ოკეანის ზონაში ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.
მეხანძრეთა განცხადებით, მიწისძვრას ჯაკოში მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია, მაგრამ ზოგან ელექტროგადამცემი ბოძებია წაქცეული.
მიწისძვრას თავდაპირველად 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრე მიენიჭა და შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მიერ მის ეპიცენტრად სან-ხოსეს სამხრეთ-დასავლეთიდან 69 კილომეტრის დაცილებით, 20 კილომეტრის სიღრმე განისაზღვრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.