„ვფიქრობ, რომ ორივე კანდიდატი შეესაბამება იმ მაღალ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა პასუხობდეს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, ფინანსთა მინისტრი“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას, ხოლო ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძის კანდიდატურების წარდგენას.
„ვფიქრობ, რომ ამ ორი კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მათ ნდობას გამოუცხადებს, გაიზრდება როგორც ერთი, ისე მეორე უწყების მართვის ეფექტიანობის ხარისხი“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას შესაბამისი გამოცდილება არ აქვს.
„გიორგი გახარია არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური და გამოცდილი, უნარიანი კადრი საქართველოს მთავრობაში და აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია იქნება ძალიან კარგი და ძალიან ეფექტიანი შინაგან საქმეთა მინისტრი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.