სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
13-11-2017, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული მ.მ დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით. 

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2017 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 17:30 საათზე, მ.მ-მ ქ.ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის მიზნით დ.ჭ.-ს დანით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მ.მ-ს განზრახვის სისრულეში მოყვანას დაზარალებულმა და შემთხვევის ადგილას მყოფმა პირებმა  შეუშალეს ხელი და არ მისცეს საშუალება დ.ჭ.-სთვის კიდევ მიეყენებინა დაზიანებები, რის  შემდეგ იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

 

 
სამართალდამცველებმა მ.მ. 2017 წლის 28 იანვარს წალენჯიხის რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა. 

 


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მ.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი