სასამართლომ მეუღლისთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს დილის საათებში, ქალაქ თბილისში მ.მ-მ მეუღლეს ს.ე.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახის არეში ხელი დაარტყა. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მ.მ-ს 18 აგვისტოს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.