პრეზიდენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს პარასკევამდე უნდა წარუდგინოს
05-05-2015, 03:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს, ნდობის დასამტკიცებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა 8 მაისს უნდა წარუდგინოს.


ხმალაძის თქმით, წარდგენის შემდეგ, პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე თხოვნით მიმართავს.


მისი თქმით, დეპუტატები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას კენჭს, სწორედ ამ რიგგარეშე სხომაზე უყრიან.


„უახლოესი პლენარული სხდომა, შესაძლებელია, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის თაობაზე, რიგგარეშე სხდომა იყოს. სავარაუდოდ, ასეც იქნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ პრეზიდენტი პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას როდის წარმოუდგენს. ამ წარმოდგენის ბოლო ვადა პარასკევია და წარმოდგენის შემდეგ, პრეზიდენტს თხოვნით მივმართავთ, რომ რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.


პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მთავრობის განახლებული შემადგნელობის პარლამენტში წარდგენისთვის 7 დღიანი ვადა აქვს, რომელიც 8 მაისს იწურება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი