დიდი ბრიტანეთის პარლამენტი „ბრექსიტის“ საბოლოო შეთანხმებას კენჭს მანამ უყრის, სანამ ქვეყანა ევროკავშირს დატოვებს
13-11-2017, 21:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი „ბრექსიტის“ საბოლოო შეთანხმებას კენჭს უყრის მანამ, სანამ ქვეყანა ევროკავშირს დატოვებს, უთხრა მინისტრმა დევიდ დევისმა პარლამენტარებს.

 


როგორც ამ წუთებში BBC იუწყება, მან თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლის პირობები, მათ შორის ნებისმიერი გარდამავალი შეთანხმება და მოქალაქეობის უფლებები, უნდა გახდეს კანონი ახალი კანონმდებლობის მეშვეობით.

 


მან ასევე აღნიშნა, რომ დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა უარი თქვან ან შეცვალონ ამგვარი კანონმდებლობა, დასძინა რა, რომ „შეთანხმება მხოლოდ მაშინ იქნება აღიარებული თუ პარლამენტი მოიწონებს მას“.

 


აღნიშნული დათმობა მინისტრმა პარლამენტს მას შემდეგ შესთავაზა, რაც დეპუტატები „ბრექსიტის“ კანონმდებლობის მთავარ საკითხებზე დებატების გასამართად ემზადებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი