სოჭში რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, დასრულებულია. ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფართო ფორმატში საუბრის შემდეგ მოლაპარაკებები ვიწრო შემადგენლობით განაგრძეს.
პრესის წინაშე პუტინმა განაცხადა, რომ დიალოგი პროდუქტიული იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ მის თურქ კოლეგასთან შეხვედრები ოპერატიულად, ბიუროკრატიული და „არასაჭირო კვაზიდიპლომატიური პროცედურების“ გარეშე იმართება.
როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, მხარეებმა ეკონომიკის საკითხები, განსაკუთრებით კი გასულ წელს სავაჭრო ბრუნვის შემცირება და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებაზე შეზღუდვები განიხილეს. თურქეთის პრეზიდენტი გამოვიდა წინადადებით, მოიხსნას დარჩენილი შეზღუდვები რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში. მან დაამატა, რომ უნდა მოიხსნას ყველა დამაბრკოლებელი გარემოება ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რომ მიღწეულ იქნეს 100 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვა.
გარდა ამისა, პუტინმა დაადასტურა, რომ „როსატომი“ უახლოეს დროში დაიწყებს „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას. თავის მხრივ, ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტი ატომური ქარხნის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაზე, ცემენტის პირველი ჩასხმის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟა.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე სირიაში არსებული მდგომარეობა და კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების შესაძლებლობები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.