შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ო.წ. დააკავეს.
შსს- ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს, 1985 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ო.წ. ტეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით.)
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.