„გახარია თუ კარგად გაართმევს თავს შს მინისტრობას, ეს შეიძლება გახდეს მისთვის ტრამპლინი პრემიერ მინისტრობისთვის“ - თორნიკე შარაშენიძე
14-11-2017, 11:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამთავრობო ცვლილებებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე ლოგიკურს უწოდებს.

 

 

შარაშენიძე მიიჩნევს, რომ იმ დაანონსებული ცვლილებებიდან, რომლის შესახებაც გუშინ პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა, საინტერესო და მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად გაართმევს თავს შინაგან საქმეთა მინისტრობას გიორგი გახარია, რადგან შარაშენიძის თქმით, კარგად მუშაობის შემთხვევაში, შს მინისტრობა გახარიასთვის, შესაძლოა, პრემიერ მინისტრობისთვის ტრამპლინი გახდეს.

 

 

„ოპტიმიზაცია რა თქმა უნდა, საჭირო იყო. ალბათ გასაუქმებელი იყო კიდევ მაგალითად, რეინტეგრაციის სამინისტროც. იმედი ვიქონიოთ, რომ განათლების მინისტრი იქნება უკეთესი, განათლების სამინისტრო საქართველოსთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მეორე სერიოზული მომენტია, გახარია რამდენად კარგად გაართმევს თავს შს მინისტრობას. ეს ძალიან საინტერესო იქნება. თუ კარგად იმუშავებს, ეს შეიძლება გახდეს მისთვის ტრამპლინი პრემიერ მინისტრობისთვის", განუცხადა შარაშენიძემ „რუსთავი 2"-ს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი