თბილისის ზღვაზე სკოლის მოსწავლე, ახალგაზრდა გოგონა, გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე სასკოლო ჩანთის ქამრით არის დამხრჩვალი. ერთ-ერთი ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 115- ა მუხლითაა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.