საქართველოს 8000 წლის სოფელში არქეოლოგებმა მსოფლიოში ღვინის წარმოების ყველაზე ძველი ფაქტები აღმოაჩინეს - National Geographic-ი
14-11-2017, 15:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისიდან სამხრეთით სულ რაღაც 32 კილომეტრის სავალ მანძილზე, მიადგებით ბორცვს, რომელსაც გადაჭრილი გორა ჰქვია და რომლის მკვიდრი ქვის ხანის ფერმერები, რომლებიც აქ 8 000 წლის წინათ ცხოვრობდნენ, ყურძნის მოყვარულნი იყვნენ. მათი ყურძნით დეკორირებული თიხის ჭურჭელი, მის ფრაგმენტებზე და ამ ადგილის მიწისთვის ჩატარებული ქიმიური ანალიზი ადასტურებს, რომ ახლომდებარე ტყიანი ბორცვები ერთ დროს ვაზის ლერწმებით იყო მოფენილი. ასე იწყებს „National Geographic“-ის ავტორი სტატიას, რომლის ქართული თარგმანის ოდნავ შემოკლებულ ვარიანტს GUARDIAN.GE გთავაზობთ.

 

 

 


როგორც „ნაშენალ ჯიოგრაფიკის“ სტატიის ავტორი ანდრიუ ქარი წერს, ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, არქეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა საბოლოოდ აჩვენა, თუ რისთვის გამოიყენებოდა ეს ყურძენი. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ გადაჭრილ გორასა და ახლომდებარე სოფელში, მსოფლიოს ყველაზე ადრეულ პერიოდში იყვნენ მეღვინეები - აწარმოებდნენ დიდი ოდენობით ღვინოს ჩვ.წ.-მდე 6 000 წელს, იმ დროს, როცა პრეისტორიული ადამიანები ჯერ კიდევ დამოკიდებული იყვნენ ქვისა და ძვლის იარაღებზე.

 


გადაჭრილ გორაზე გათხრებისას, მეცნიერებმა მრგვალ, ერთმანეთის მიყოლებით მდგარ სახლებთან ერთად აღმოაჩინეს დამტვრეული თიხის ჭურჭელი, მათ შორის მომრგვალებული დიდი ქილები, რომლებიც სოფლის სახლების ძირებში იყო ჩადგმული. უფრო მეტი ნიმუში იქნა ნაპოვნი შულავერის გორაზე, კიდევ ერთ ქვის ხანის ადგილას, გადაჭრილი გორადან ორიოდე კილომეტრის მოცილებით, სადაც უმნიშვნელო გათხრები 1960-იან წლებში ჩატარდა.

 

 

როდესაც ნიმუშები პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგის, პატრიკ მაკგავერნის მიერ იქნა გამოკვლეული, მან აღმოაჩინა ღვინის მჟავა, ქიმიური „თითის ანაბეჭდი“, რომელიც აჩვენებს, რომ ორივე - გადაჭრილი გორას და შულავერის გორას თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებში ღვინის ლექები იყო.

 

 

 


ყველაფერი ერთად - ქილების გარედან ყურძნის დეკორაციები, ყურძნის უხვი მტვერი გათხრების ადგილის შესანიშნავ მიწაში, და ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპი, რომელიც ჩვ.წ.-მდე 5 800 წლიდან ჩვ.წ.-მდე 6000 წლამდე თარიღდება, ქიმიური ანალიზი - აჩვენებს, რომ გადაჭრილი გორას მცხოვრებნი მსოფლიოს ყველაზე ადრეული ღვინისმწარმოებლები იყვნენ.

 


იქიდან გამომდინარე, რომ არქეოლოგებს არ აღმოუჩენიათ ყურძნის ბევრი მარცვალი ან ღეროები, რომელიც სოფლის მიწამ შემოინახა, ისინი ფიქრობენ, რომ ღვინო ახლომდებარე ბორცვებზე კეთდებოდა, იმ ადგილების სიახლოვეს, სადაც ყურძენი იზრდებოდა.

 


„ისინი წურავდნენ მას უფრო ცივ გარემოში, ადუღებდნენ და შემდეგ ასხამდნენ უფრო მცირე ზომის დოქებში და ახდენდნენ მის სოფელში ტრანსპორტირებას, სადაც უკვე ის მზად იყო დასალევად“, აცხადებს ტორონტოს უნივერსიტეტის არქეოლოგი სტივენ ბეტიუკი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგ მინდია ჯალაბაძესთან ერთად ერთობლივი ექსპედიციის თანადირექტორი იყო.

 


სტატიის ავტორი წერს, რომ ადრეულ პერიოდებში, მეღვინეები ფიჭვის ფისს ან სამკურნალო მცენარეებს იყენებდნენ იმისათვის, რომ ღვინო გაფუჭებისაგან დაეცვათ, ანდა ამატებდნენ არასასიამოვნო გემოებს, იმავე გზით, როგორითაც თანამედროვე ღვინის მწარმოებლები იყენებენ სულფიტებს. მაკგავერნის ქიმიურ ანალიზს არ აღმოუჩენია რაიმე ამგვარი ნარჩენები. არქეოლოგი ვარაუდობს, რომ ეს იყო ადრეული ღვინის წარმოების ექსპერიმენტები - და რომ ღვინო სეზონური სასმელი იყო, იწარმოებოდა და ისმებოდა მანამ, სანამ ის ძმრად გადაქცევის პროცესს დაიწყებდა. „არ ჩანს, რომ ისინი ხის ფისს დებდნენ მასში. შესაძლოა, მათ არ ჰქონდათ აღმოჩენილი, რომ ფიჭვის ფისი სასარგებლო იყო“.

 


აღნიშნული ფაქტები ახალ ელემენტებს სძენს ჩვენს ცოდნას ნეოლითურ ხანაზე, მნიშვნელოვან პერიოდზე, როდესაც ადამიანები პირველად სწავლობდნენ მეურნეობის გაძღოლას, მოსავლის მოყვანასა და ცხოველების მოშინაურებას. თანდათანობითი პროცესი, რომელიც ცნობილია, როგორც ნეოლითური რევოლუცია, ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით, 10 000 წელს დაიწყო ანატოლიაში, რამდენიმე ასეულ მილში გადაჭრილიდან, წერს „ნაშენალ ჯიოგრაფიკის“ სტატიის ავტორი და განაგრძობს, რომ საქართველო, კავკასიის მთებით გარშემორტყმული, არც ისე შორს მდებარე ადგილი იქედან, საიდანაც ნეოლითური რევოლუცია დაიწყო, 8 000 წლის შემდეგაც მეღვინეობით გატაცებული ქვეყანაა. მას 500-ზე მეტი ადგილობრივი ყურძნის სახეობა აქვს - ნიშანი იმისა, რომ ადამიანები აქ დიდი ხნის განმავლობაში ეწევიან ყურძნის მოშენებას. თვით თბილისის საქმიან, მოფუსფუსე ცენტრალურ ნაწილშიც კი ვაზის ლერწმები საბჭოთა ეპოქის საცხოვრებელ კორპუსებზეც კი არის აყოლილი.

 


„რეგიონის ღვინის კულტურას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს“, ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. „დიდი ქვევრები, ნეოლითური ჭურჭლის მსგავსი, დღესაც, ჯერ კიდევ გამოიყენება საქართველოში ღვინის დასამზადებლად“.

 


სტენფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგის, პატრიკ ჰანტის თქმით, შედეგები აჩვენებს, რომ ქვის ხანის ადამიანები ცხოვრობდნენ კომპლექსური, მდიდარი ცხოვრებით, იმ ინტერესებითა და წუხილებით, რისი შემხედვარეც დღეს ჩვენ ვართ.

 

 

 


თუკი არქეოლოგები და სხვა სპეციალისტები შეძლებენ ყურძნის ისეთი თანამედროვე სახეობის იდენტიფიცირებას, რომელიც ყველაზე ახლოს იდგება იმ სახეობასთან, რაც სოფელ გადაჭრილში მოჰყავდათ, ისინი იმედოვნებენ, რომ დარგავენ ექსპერიმენტულ ვენახს ახლომდებარედ, რათა უფრო მეტად შეისწავლონ, თუ როგორ მუშაობდნენ პრეისტორიული მეღვინეები. და ბეიტუკი ამბობს, რომ ისინი გათხრებისას ჯერ კიდევ არ ჩასულან ამ ადგილის ყველაზე დაბალ, ყველაზე ძველ შრეებამდე. „ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო წინ წავიწიოთ“, ამბობს ის. „ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ ღვინის ისტორიას, ამ სითხეს, რომელსაც აგრერიგად ცენტრალური ადგილი უკავია ძალიან ბევრი კულტურისთვის - დასავლური ცივილიზაციისთვის, ჭეშმარიტად“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი