საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკისა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკისა და მარგოტ ვალსტრომს შეხვდა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მოხარულია, უმასპინძლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორებსა და დამფუძნებლებს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რაც მათი მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე მიუთითებს.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო როგორც ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საერთაშორისო ფორმატებში არსებულ თანამშრომლობას, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.
„ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღინიშნა, რომ ამაზე მეტყველებს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის შეფასებაც, რომლის თანახმად საქართველომ რეგიონში ევროკავშირის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია დაიმკვიდრა.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ მთელი რიგი მიმართულებებით მიღწეული პროგრესი და აღნიშნეს, რომ ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია, რაც ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს წარმატებებზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ და მარგოტ ვალსტრომმა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა პოლონეთის რესპუბლიკისა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოში ვიზიტისა და ქვეყნის მიერ აღებული კურსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.