სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ, მერის ამპლუაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან პირველი შეხვედრა გამართა.
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ფოცხვერიამ მრჩეველთა საბჭოსთან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა და საბჭოს წევრებთან ერთად ბიუჯეტის გარშემო პრიორიტეტური საკითხები განიხილა.
ბიუჯეტის პროექტს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო უახლოეს მომავალში განიხილავს.
ბიუჯეტის მოცულობა 2017 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში 2 087 300 ლარით გაიზარდა და სულ 11 350 000 ლარს შეადგენს.
მერიის ცნობით, ვალერიანე ფოცხვერია მრჩეველთა საბჭოსთან აქტიურად თანამშრომლობს და სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციებს საბჭოს წევრებთან ერთად გადის.
მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სამტრედიელებითაა დაკომპლექტებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.