სამართალდამცველებმა პირველ ლიგაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელები დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულია ქართული საფეხბურთო ლიგების რამდენიმე გუნდის ფეხბურთელი, რომლებიც ბრალდებულები არიან თამაშების ჩაწყობაში.
"გამოძიებამ დააადგინა, რომ დაკავებული პირები ათიათასი ლარიდან 20 ათას ლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა საფეხბურთო გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების წინასწარ დაგეგმილი შედეგით დასრულებისთვის. შემდეგ ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ინაწილებდნენ. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.