მიხეილ გიორგაძე: ვფიქრობ, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის თითოეული მინისტრი ოპტიმიზაციის გეგმას წარადგენს
15-11-2017, 13:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ მოიწონა შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, გახლავთ გაგრძელება ოთხპუნქტიანი გეგმის იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს ეფექტურ მმართველობას, ეფექტური მმართველობის გაუმჯობესებას, აღნიშნული განცხადება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გააკეთა.

 

 

მიხეილ გიორგაძის თქმით, სავარაუდოდ, მომავალ სხდომაზე მინისტრები, რომელთა სამინისტროებსაც სხვა უწყებები დაემატა, კონკრეტულ გეგმას წარადგენენ.

 

 

„შეთავაზებული ცვლილებები გულისხმობს გარკვეული სამინისტროების შერწყმას, რაც აუცილებლად ადმინისტრაციული მიმართულებით ხარჯებზე აისახება პოზიტიურად. მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა და გარდა ამისა, თავად მმართველობის უფრო ეფექტიანი განხორციელება. ამ დღეების განმავლობაში ხშირად ისმოდა შეკითხვები კონკრეტულ ციფრებთან, იმ დანაზოგების ნაწილში, რომელიც ადმინისტრაციული მიმართულებით გაკეთდება. თითოეული სამინისტრო ოპტიმიზაციის გეგმას წარადგენს მთავრობაზე, რომლის შემდეგაც ეს კონკრეტული ციფრები იქნება ცნობილი. ვფიქრობ, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის თითოეული მინისტრი, სადაც მოხდა ასეთი შერწყმა, იქნება მზად იმისთვის, რომ უკვე კონკრეტული გეგმა მთავრობას წარუდგინოს“, განაცხადა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი