27 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ასპინძის მუნიციპალიტეტის დასვენებისა და გართობის პარკში არსებულ ხელოვნურსაფარიან მინი სტადიონზე მინი-ფეხბურთში პირველობა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მოყვარული ფეხბურთელებისაგან შემდგარმა 19 -მა გუნდმა მიიღო.
სპორტული ღონისძიების ჩატარება მიზნად ახალგაზრდებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას ისახავდა. პირველობა ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.
4 მაისს, ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს დაბის გუნდები „ ვარძია“ და „ ბომბეი" დაუპირისპირდნენ, რომელშიც ასპინძის „ვარძიამ“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს ასპინძის„ ბომბეი“-სა და სოფელ ივერიის ფეხბურთელთა გუნდებმა. გამარჯვებულ გუნდები ფასიანი პრიზებითა და შესაბამისი ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ საუკეთესო ფეხბურთელად ასპინძის „ბომბეი“-ს ფეხბურთელი დიმიტრი ლეკიშვილი, ხოლო ბომბარდირად ამავე გუნდის ფეხბურთელი ბექა ცისკარაძე დასახელა. ფეხბურთელები თასებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.