თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის საკრებულოსთვის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მიერ წარდგენილ ბიუჯეტს უკან გამოითხოვს, რადგან მასში არ არის გათვალისწინებული ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დედაქალაქის ახალი მთავრობა გეგმავს.
„საკრებულოდან თბილისის ბიუჯეტის პროექტს, რა თქმა უნდა, გამოვითხოვთ, იმიტომ რომ ის დავით ნარმანიას მიერ არის წარდგენილი და მასში ჩვენი პრიორიტეტები გათვალისწინებული არ არის", განუცხადა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს.
მისივე განმარტებით, თბილისის ბიუჯეტის პროექტზე ახალ გუნდთან ერთად იმუშავებს და მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებით დაუბრუნებს საკრებულოს.
„ბიუჯეტს გამოვითხოვთ და შემდეგ დავუბრუნებთ საკრებულოს ჩვენ მიერ განსაზღვრული პროექტებით, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მომავალი წლისთვის. ბევრი პროექტია: გუდიაშვილის, ორბელიანის, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის პროექტები. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი გზებისა და ესტაკადების მშენებლობა“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.