სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. ობმუდსმენი წიკლაურს, რომელიც მას მამა გიორგი მამალაძის საქმისადმი მიკერძოებულობაში სდებს ბრალს, პასუხობს, რომ პროკურორის ბრალდებები საქმესთან დაკავშირებული დარღვევების გამართლების მცდელობაა.
მისი თქმით, პროკურატურას არ აქვს პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა საქმესთან დაკავშირებით დასვა.
„პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ბრალდებები არის მცდელობა, გაამართლოს ის დარღვევები, რომლებსაც განსაკუთრებით, გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ადგილი და სწორედ პროკურატურა არის ის ორგანო, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი", აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
ომბუდსმენმა გუშინ, 15 ნოემბერს ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის ანგარიშს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური და ნანუაშვილის მიმართ გარკვეული ბრალდებები გააჟღერა.
ომბუდსმენის მონიტორინგის ანგარიშს გუშინ საქართველოს საპატრიარქოც გამოეხმაურა. მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, „მე ვიცოდი, რომ უჩა ნანუაშვილი იყო აქამდე სახალხო დამცველი და მოსამართლე როდიდან გახდა ეს არ ვიცი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.