„ნაციონალური მოძრაობა“ ნუგზარ ჭონქაძის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსად დანიშვნას აპროტესტებს
16-11-2017, 12:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნას აპროტესტებენ.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

 

 

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაშვილი აცხადებს, რომ ნუგზარ ჭონქაძე, იგივე სულიკო კედელაშვილი ოპოზიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. მისივე თქმით, ჭონქაძის თანამდებობაზე დანიშვნა ნიშნავს, რომ კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან არ იქნება.

 

 

„ეს არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიულობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს. ყველა იმ ოპოზიციური ოპოზიციური პარტიის მიმართ და წევრების მიმართ, რომლებიც აფიქსირებენ ამ ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოზიციას და პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ და მის წევრების მიმართ.... ამ ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა ნიშნავს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს კვლავ არ შეუშვებენ თბილისის მერიაში, კვლავ არ შეუშვებენ საკრებულოს შენობაში, პარლამენტის დეპუტატებს საჭიროების შმეთხვევაში არ შეუშვებენ საკრებულოში და ჟურნალისტებსაც შეექმნებათ თავისუფლად გადაადგილების პრობლემა", განაცხადა ირაკლი ნადირაშვილმა.

 

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიის საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები გუშინ, 15 ნოემბერს დაასახელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი