იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „საქართველოს პირველი უსამართლო ომბუდსმენია". განცხადება იუსტიციის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.
თეა წულუკიანმა ე.წ. ციანიდის საქმეზე ომბუდსმენის მონიტორინგის ანგარიში არ შეაფასა და აღნიშნა, რომ უჩა ნანუაშვილის განცხდებებზე კომენტარს არ გააკეთებს.
„მართალი გითხრათ ძალიან გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ რაკი უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას ჩვენთან ერთად საქმიანობის, ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი, ამიტომაც მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ", განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.