თბილისში საკრებულოს თავმჯდომარედ მოვიდა ქურდის შვილი, მერად - ქურდი, აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, პარტია განაგრძობს ბრძოლას იმისთვის, რომ „ივანიშვილი და ბანკირთა ხროვა მოხვდეს საბრალდებო სკამზე".
„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ივანიშვილი და ბანკირთა ხროვა საბრალდებო სკამზე მოხვდეს და ჩამოცილდნენ ისინი პოლიტიკურ ძალაუფლებას. რეჟიმის მიზანი იყო, ადგილობრივ პარლამენტებში სიმართლის მთქმელი „ლეიბორისტული პარტიის" დეპუტაცია არ შეეშვა, სამაგიეროდ, თბილისში გუგავას მაგივრად მოვიდა კალაძე და შესაბამისად მოვიდა გაუფასურებული ლარი და გაძვირებული ტარიფები და ეს პროცესები გაგრძელდება", განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.