სარკინიგზო კომპანიამ იაპონიაში ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი მატარებელი სადგურიდან დაგეგმილზე 20 წამით ადრე გაემგზავრა.
როგორც BBC იუწყება, „ცუკუბა ექსპრესის“ მენეჯმენტმა, რომლის სამგზავრო მატარებელიც ტოკიოსა და ქალაქ ცუკუბას შორის გადაადგილდებოდა, განაცხადა, რომ ისინი „გულწრფელად უხდიან ბოდიშს მგზავრებს ნებისმიერი უხერხული მდგომარეობისათვის, რაც ამით შეიძლებოდა რომ ყოფილიყო გამოწვეული“.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მატარებლის გამგზავრების დაგეგმილი დრო 9:44:40 საათი (ადგილობრივი დროით) იყო, მაგრამ მატარებელი ბაქნიდან 9:44:20 საათზე დაიძრა, ხოლო შეცდომა იმიტომ მოხდა, რომ თანამშრომელმა განრიგი არ შეამოწმა.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ტოკიოს ჩრდილოეთით მდებარე მინამი ნაგარეიამას სადგურის მგზავრებმა უკმაყოფილება გამოხატეს ადრე გამგზავრების გამო.
„ცუკუბა ექსპრესის“ ხაზის მატარებლებს მგზავრები ტოკიოს აღმოსავლეთის აკიჰაბარადან ცუკუბაში დაახლოებით 45 წუთში გადაჰყავს.
იაპონიაში, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო სარკინიგზო სისტემა აქვს, იშვიათობაა, რომ მატარებლები დაგეგმილ დროზე ადრე გაემგზავრონ.
ქვეყნის ტოკაიდოს ხაზი, რომლის მარშრუტი ტოკიო-კობეა, ჯერჯერობით მსოფლიოს ყველაზე გადატვირთული ხაზია, რომლის გავლითაც წელიწადში დაახლოებით 150 მილიონი მგზავრის გადაყვანა ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.