ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გზის აღდგენა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის შესაბამისად, 2200 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მილ-ხიდები. დღეის მდგომარეობით შესრულებულია სამუშაოს 65 პროცენტი.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ღირებულებაც 560000 ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე დასაქმებულია 20 მუშახელი.
მერიის ინფორმაციითვე, პარალელურად - ყულევის, საგვიჩიოს, პატარა ფოთის და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ზემოთაღნიშნული გზების რეაბილიტაციაზე 11 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და ჯამურად, 24 კილომეტრ მანძილზე დაიგება ასფალტის (ბეტონის) საფარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.