ვატიკანში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონფერენცია წმინდა საყდართან, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 13-14 ნოემბერს, პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში ჩატარდა.
კონფერენცია პაპის ქრისტიანთა ერთობის საბჭოს მდივანმა, ეპისკოპოსმა ბრაიან ფარელმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა გახსნეს.
ორდღიან კონფერენციაზე, რომელსაც რომის კურიის და წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და საქართველოთი დაინტერესებული მკვლევარები ესწრებოდნენ, მოხსენებებით წარდგნენ მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციის დაწყებამდე, ლოცვა აღევლინა რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოში (წინამძღვარი: არქიმანდრიტი იოანე (ხელაია), ხოლო 14 ნოემბერს კონფერენციის მონაწილეები წმინდა პეტრეს მოედანზე გამართულ გენერალურ აუდიენციაზე რომის პაპ ფრანცისკეს მიესალმნენ.
როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაზე დაყრდნობით იუწყება, პაპი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონს მიესალმა და მიმართა:
„გადაეცით საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს, რომ ის ჩემს გულშია და მუდამ ასე იქნება“.
მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რომის პაპს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მსოფლიო პატრიარქის ძმური მოკითხვები გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.